Image source: Getty images
ლონდონის „ჩელსის“ კრიზისი გრძელდება. პრემიერლიგის მე-19 ტურში ფრენკ ლამპარდის გუნდი სტუმრად „ლესტერს“ დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა.
მასპინძლებმა ვილფრიდ ნდიდისა და ჯეიმს მედისონის გოლებით პირველივე ტაიმში მოახერხეს უპირატესობის მოპოვება, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.
ამ გამარჯვებით „ლესტერი“ პირველ ადგილზე გადავიდა 38 ქულით, ხოლო „ჩელსის“ 29 ქულა აქვს და მხოლოდ მე-8 პოზიციაზეა.
„ლესტერი“ – „ჩელსი“ 2:0
გოლები: 1:0 ნდიდი (6), 2:0 მედისონი (41)
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები