კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩელსი” ინგლისის თასის ფინალში გავიდა (ვიდეო)

ჩელსი ფინალშია

Image source: Getty images

 

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ადვილად დაამარცხა.

ფრენკ ლაპმარდის გუნდმა უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე მეტოქემ და პირველი ტაიმის ბოლოს ოლივიე ჟირუმ გახსნა. მეორე ტაიმიც ლონდონელთა გოლით დაიწყო, მეტოქე მეისონ მაუნთმა დაამწუხრა.

დარჩენილ დროში ჰარი მაგუარის ავტოგოლით „ჩელსის“ უპირატესობა სამბურთიანი გახდა, ხოლო „მანჩესტერმა“ ერთადერთი ის შეძლო, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

„ჩელსი“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში 1 აგვისტოს ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

„მანჩესტერი“ – „ჩელსი“ 1:3

გოლები: 0:1 ჟირუ (45), 0:2 მაუნთი (46), 0:3 მაგუაირი (74, ა.გ), 1:3 ფერნანდეში (86, პენ)

 

 

წყარო – The Fa Cup

 

ლევან შენგელია “ტრაბზონსპორთან” – გოლი, მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი (ვიდეო)