კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ჩელსი” განადგურდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური საფრთხეშია (ვიდეო)

ჩელსი დამარცხდა

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში ლონდონის „ჩელსი“ „შეფილდ იუნაიტედს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ფრენკ ლამპარდის გუნდმა სეზონში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და მარცხი განიცადა. მაკგოლდრიკის დუბლს მაკბერნის ერთი გოლიც დაემატა და ლონდონელებმა 0:3 წააგეს.

„ჩელსის“ 60 ქულა დარჩა და ჯერჯერობით მე-3 ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ ამ ტურში მისი გადასწრების შანსი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლესტერ სიტის“ აქვთ.

„შეფილდ იუნაიტედი“ – „ჩელსი“ 3:0

გოლები: 1:0 მაკგოლდრიკი (18), 2:0 მაკბერნი (33), 3:0 მაკგოლდრიკი (77)

 

 

წყარო – Premierleague

 

გვილიამ გოლი გაიტანა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)