კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩავიმ “ბარსელონას” მწვრთნელის პოსტზე უარის მიზეზი დაასახელა

Хави

Image source: EIDesmarque

 

ალ სადის” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ბარსელონასგან” მთავარი მწვრთნელის თანამდებობის შეთავაზებაზე ისაუბრა.

“დიახ, მე მივიღე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელობის შეთავაზება. ერიკ აბიდალმა და ოსკარ გრო დოჰაში იყვნენ. მათ შეთავაზებას უარით ვუპასუხე, რადგანაც “ბარსას”  მსგავსი დიდი კლუბის მწვრთნელობა ჩემთვის ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა მომავალში “ბარსელონას” თავკაცობა ჩემი ოცნება იქნება.

შეთავაზების მიღებისთანავე ოჯახის წევრებს დაველაპარაკე, შემდეგ კი “ალ სადის” ფეხბურთელებს. ბოლო დღეებში დაბნეული ვიყავი, თუმცა ახლა ყველაფერი დალაგდა და მთლიანად ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული. 

მომწონს სეტიენი. ის კარგი სპეციალისტია და იმედი მაქვს “ბარსელონაში” წარმატებებს მიაღწევს”,ჩავის სიტყვებს Marca გადმოგვცემს.

წყარო – marca.com

სარი: “გამაღიზიანებელია, რომ მესის უფრო მეტი “ოქროს ბურთი” აქვს, ვოდრე რონალდუს”