კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩავი: “ბარსელონას” ვტოვებდი, მაგრამ გვარდიოლამ ერთ წუთში ყველაფერი შეცვალა”

ჩავიმ გვარდიოლაზე ისაუბრა

 

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჩავიმ გაიხსენა, რომ კლუბი გაყიდვას უპირებდა, მაგრამ პეპ გვარდიოლამ ყველაფერი შეცვალა.

„ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, გვარდიოლამ ერთ წუთში მოახერხა მისი დარწმუნება, რომ სჭირდებოდა და მისი გაშვება არ სურდა.

ჩიკი ბეგირსტაინისგან შევიწტყვე, რომ კლუბს ჩემი გაყიდვა უნდოდა და ამიტომ მეც გუნდს ვტოვებდი. შემდეგ სალაპარაკოდ გვარდიოლასთან წავედი და ყველაფერი შეიცვალა. არცერთი გუნდის წინადადება მახსოვდა, მითხრა, რომ გუნდი ჩემს გარეშე ვერ წარმოედგინა და ჩემს დასარწმუნებლად ერთი წუთი დასჭირდა. ფეხბურთელებს და მწვრთნელს შორის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ჩავიმ.

 

წყარო – Goal.com

 

თომას მიულერმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა