კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჩავი “ბარსელონას” მწვრთნელად დაინიშნება ახლა, თუ ზაფხულში? ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ჩავის მომავალზე

Image source: Sport.es

 

ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “ალ სადის” თავკაცის, ჩავი ერნანდესის დანიშვნაზე საუბრები გრძელდება. ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ გამოცემები beIN SPORTS  და Sport-ი.

BeIN SPORTS-ის ცნობით, ლეგენდარული ნახევარმცველი და კატალონიური კლუბი შეთანხმდნენ, რომ ჩავი მალე გუნდს ჩაიბარებს. კონტრაქტის ყველა დეტალი ხვალ გაირკვევა, რის შემდეგაც სპეციალისტი “ალ სადსა” და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობება. ამავდროულად გამოაცხადებენ, თუ როდის გახდება ჩავი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი და როდის ჩაატარებს “ბლაუგრანა” პირველ ოფიციალურ მატჩს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.

ხოლო Sport-ის ინფორმაციით, ერნანდესი “ბარსელონას”  შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ახალ გუნდს ჩაიბარებს მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასასრულს. ამ დრომდე კი კატალონიელებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ერნესტო ვალვერდესთან, ან და სხვა ვარიანტები მოძებნონ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამლა ლიგის მიმდინარე სეზონში 40 ქულა მოიპოვა და “რეალთან” ერთად, რომელსაც ამდენივე ქულა აქვს, სატურნირო ცხრილს ლიდერობს.  ქვეყნის სუპერთასის ნახევარფინალში კი 2:3 ანგარიშით მადრიდის “ატლეტიკოსთან” დამარცხდა.

წყარო –  beIN SPORTS, Sport.es

“ბარსელონა” ჩავის გარდა მთავარი მწვრთნელობის კიდევ სამ კანდიდატს დაუკავშირდა