კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩაწყობილი საჩოგბურთო მატჩების საქმე. პოლიციის ეჭვმიტანილი სომხური მაფიაა

Image source: Die Welt

 

გერმანული გამოცემა Die Welt-ის ცნობით, ევროპელი გამომძიებლები საჩოგბურთო მატჩების ჩაწყობების ახალ ტალღას იკვლევენ.

წყაროს ინფორმაციით, არის იმის ეჭვი, რომ სომხურ მაფიას შვიდ ქვეყანაში წინასწარ უკვე ცნობილი შედეგებით მატჩების ორგანიზება შეეძლო.

საუბარია მასშტაბურ სქემაზე, რომელიც ორგანიზატორების მხრიდან 135 მოთამაშის ჩართულობას ითვალისწინებს. მონაწილეთა შორის არის ასევე ATP-ის რეიტინგის ტოპ-30-ში მყოფი გერმანელი ჩოგბურთელი. მისი გვარი საქმეში ფიგურირებს.

წყაროს მონაცემებით, წინასწარი გამოძიება ბელგიურმა პოლიციამ დაიწყო, შემდგომ კი საქმეში სხვა ქვეყნების სპეციალისტები ჩაერთნენ.

კრიმინალური სქემის შესახებ პოლიციას გერმანელმა ჩოგბურთელმა უამბო. მისი ჩვენებების საფუძველზე ექსპერტები მთლიანი ქსელის გამოვლენას ცდილობენ.

წყარო – Die Welt

Vbet.com: “ბარსელონა” – “რეალ მადრიდი”, ვინ არის “ელ კლასიკოს” ფავორიტი