კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩაქვში თანამედროვე ძალოსნობის ბაზა აშენდება

ჩაქვში ძალოსნობის ბაზა აშენდება

Image source: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

ჩაქვში პირველი თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის ბაზა აშენდება.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა. ბაზის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს მაყურებლებისთვის განკუთვნილი ტრიბუნებით. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს, როგორც სპორტსმენებს, ასევე მაყურებლებს სრულფასოვნად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით. მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს. მესამე სართულზე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ზონა.

აღსანიშნავია, რომ ჩაქვის ძალოსნობის დარბაზი რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებს რეზო ბასილიას დაფუძნებულია.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ინიციატივით, რომ ჩაქვის ძალოსნობის დარბაზს სავარაუდოდ ოლიმპიური პრიზიორის, ევროპის ჩემპიონისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ირაკლი თურმანიძის სახელი მიენიჭება.

ბაზის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

 

 

წყარო-საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

მერაბ შარიქაძე: “აუცილებლად გამოვასწორებთ იმას, რაც შოტლანდიასთან მატჩში არ მოგვეწონა”