კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩაკვეტაძე მხითარიანის იაფი ალტერნატივაა – ქართველი “რომაში?”

Image source: Kaa Gent

 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „რომაში“ ჰენრიხ მხითარიანის პოტენციურ შემცვლელად ისევ განიხილება.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, „რომას“ არსებული ფინანსური ვითარებიდან მხითარიანის „არსენალიდან“ გამოსყიდვა რთული იქნება, ისევე, როგორც არსებული საიჯარო ხელშეკრულების გახანგრძლივება.

ამიტომ, „რომას“ მისი შემცვლელის ვარიანტებზე მუშაობა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოუწევს. „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ალექსეი მირანჩუკი 15 მილიონ ევროდ ფასობს და ეს რომაელებისთვის ძვირია. განიხილება „შახტარიდან“ ტეტეს გადაბირებაც, რომელსაც პაულუ ფონსეკა იცნობს, ხოლო „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე იაფი ალტერნატივაა. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წლიდან თამაშობს და ბოლო დროს მისი ტრანსფერით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა.

 

წყარო – Tuttosport

 

პრემიერლიგაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ცნობილია