კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩაკვეტაძე იჯარის წესით ითამაშებს “ტრაბზონსპორში”? – “ჩაკვეტაძე მომავლის ვარსკვლავი”

 

თურქული საფეხბურთო კლუბ “ტრაბზონსპორის” ინტერესი გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ უფრო და უფრო იზრდება. ის, რომ ხსენებულ კლუბს ბელგიური “გენტის” 20 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სურს, დაახლოებით 2 კვირის წინ გახდა ცნობილი, დღეს კი, თურქულმა karadenizgazete.com.tr-მ კიდევ ერთი დეტალი გაამხილა.

თურქული მედიის ცნობით, ტრაბზონი ბელგიელებს ჩაკვეტაძის იჯარის წესით აყვანას სთავაზობს.

გიორგის დამატება ძალიან სურთ ტრაბზონელ გულშემატკივრებს: “ჩაკვეტაძე მომავლის ვარსკვლავი გახდება”, “მას ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს”, ხელმძღვანელობას გაუგზავნეს მესიჯი: “მოდით არ გამოტოვოთ ნიჭიერი ქართველი”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერის ტრანსფერის შესახებ ინტერესი დიდი ხანია ვრცელდება. მედიაში იწერებოდა გიორგის მიმართ “რომასა” და “ბორდოს” ინტერესის შესახებაც.დ

 

წყარო – თურქული მედია

 

 

“საბურთალომ” გუნდის კაპიტანს საინტერესო ვიდეო-რგოლი მიუძღვნა (ვიდეო)