კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩაკ-ვე-ტაძე… როდესაც შენი კერპი ბრუნდება (ვიდეო)

Image source: voetbalkrant.com

 

ბოლო 8 თვეში “გენტის” რიგებში პირველად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და “ზიულტე ვარეგემთან” თამაშში 76‘-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი ქვილითაიას რაც შეეხება, 85‘-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო სტუმართა გუნდის ქართველი ლეგიონერი, ლუკა ზარანდია მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 78‘-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის იუპილერ ლიგის მე-18 ტურში ქართველებისგენტმალუკა ზარანდიას „ვარეგემს“ უმასპინძლა და მატჩის საწყის ნაწილში გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა.

 

წყარო – KAA Gent

 

მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში წარმატებას მიაღწიეს