კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჭაბუკთა ა და ბ ლიგები თებერვლამდე შეჩერდა

ჭაბუკთა ‘ა’და ‘ბ’ ლიგის გათამაშებები თებერვლამდე შეჩერდა

Image source: rugby.ge

 

რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის და სამედიცინო სამსახურის გადაწყვეტილებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ჭაბუკთა ა და ბ ლიგის გათამაშებები თებერვლამდე შეჩერდა.

“გამომდინარე იქიდან, რაც ქვეყანაში ხდება, მივიღეთ გადაწყვეტილება ჭაბუკთა ა და ბ ლიგის შეჩერების შესახებ, რათა თავიდან ავირიდოთ ეპიდემიის გავრცელება, განსაკუთრებით ბავშვებში. კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობამ კაცთა ლიგებშიც საგრძნობლად იმატა და ჭაბუკთა ლიგებში, სადაც ბევრად მეტი გუნდია, ამის კონტროლი გაგვიჭირდებოდა. არსებობს მშობლების მოსაზრებებიც, რომლებიც სერიოზულად არიან შეშფოთებული”, – თქვა საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.

აღვნიშნოთ, რომ COVID-19-ის ინფექციის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო ამ კვირაში გასამართი დიდი 10-ის გადადებული მატჩები – “აკადემია”-“ლოკომოტივი” და “ბათუმი”-“ჯიქი”.

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “კოტეს ნეკნი გატეხილი არ აქვს, ტრავმა მოიშუშა ნოდარ ჭეიშვილმა”