კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბურთის მომტანმა ბიჭმა მოურინიოს სიმპატია დაიმსახურა (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში “ოლიმპიკოსთან” შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ განსაკუთრებული მადლობა ბოლბოის – ბურთის მომტან ბიჭუნას გადაუხადა.

საქამე ისაა, რომ მეორე ნახევარში ბიჭუნამ ძალიან სწრაფად მიაწიოდა ბურთი ორიეს, რომელმაც ლუკას მოურას ფლანგზე გააყოლა. ამ უკანასკნელმა კი კარის ხაზთან კეინს მიაწოდა ბურთი და გოლიც გაფორმდა.

ამის გამო “ტოტენჰემის” თავარი მწვრთნელი ბურთის მომტან ბიჭუნას მიუახლოვდა, გადაეხვია და მადლობა გადაუხადა.

 

 

მატჩის შემდეგ მოურინიომ ამ ეპიზოდზე კომენტარიც გააკეთა. მან თქვა, რომ უყვარს ჭკვიანი ბიჭები და თავის დროს თავადაც ბურთის მომტანი ბიჭი იყო. მწვრთნელს გამარჯვების გუნდთან ერთად აღნიშვნისთვის ბავშვის გასახდელში წაყვანაც უნდოდა, თუმცა ის სადღაცას გაქრა და ვეღარ იპოვა. (ვიდეო)

წყარო – Hayters

ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი ერთმანეთს აპრილში შეერკინებიან. ვინ არის ფავორიტი?