კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბურჯანაძე “გრან კანარიას” მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა

Image source: Gran Canaria

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ბურგოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 92:89 მოუგო.

ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 10 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ბექამ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა.

„გრან კანარიას“ 15 თამაშში 8 მოგებითა და 7 წაგებით მე-7 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 5 იანვარს, „ბეტისს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

 

“ბასკონია” ისევ ცუდ ფორმაშია და შენგელია ძველებურად შედეგიანი აღარაა