კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბულგარელი ლეგენდა: “რონალდუსთან ინტერვიუს არასდროს ჩავწერ, რადგან საუკეთესო არაა”

Image source: El Bocon

 

ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუს არასდროს ჩამოართმევს.

ბულგარელ ფეხბურთელს დაახლოებით 50 ინტერვიუ აქვს დიდ ფეხბურთელებთან მომზადებული, მაგრამ კრიშტიანუსთან ამის გაკეთებას არ აპირებს, რადგან ინტერვიუს მხოლოდ საუკეთესოებთან წერს.

„ინტერვიუ არაერთ ფეხბურთელთან ჩამიწერია, მათ შორის ჩემს თანაგუნდელებთან ჰაჯისთან და პოპესკუსთან. თუმცა კრიშტიანუ რონალდუსგან ინტერვიუს არ ავიღებ, არ მინდა. რატომ? ინტერვიუს დროს ფეხბურთზე ვსაუბრობ საუკეთესოებთან და არა ტიტულების შესახებ“ – თქვა სტოიჩკოვმა.

 

წყარო – Goal.com

 

ბერგამოს მერი: “ეს თამაში ბიოლოგიური ბომბი იყო”