კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბუდუ ზივზივაძის თავის გატანილ გოლზე: “ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის” (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: molfehervarfc.hu

 

უნგრეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრაში „ფეჰერვარმა“ ბუდაპეშტში “მტკ” 1:3 ანგარიშით დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძე სათადარიგო სკამზე იყო 75′-ე წუთამდე და მორიგი გოლი მოედანზე შესვლიდან 31 წამში გაიტანა.

“ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ “მტკ”-თან, დამსახურებულად მოვიგეთ. ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნება იყო, რომ თითქმის მაშინვე შევძელი გოლის გატანა, როდესაც შეცვლაზე შევედი მოედანზე. აღარც კი მახსოვს, რომ მოწინააღმდეგის გოლის გატანა შევძლო მანამდე ასე სწრაფად. ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან თითქმის ორი თვის შემდეგ ისევ წარმატებული თამაში ჩავატარე”, – განაცხადა მატჩის შემდეგ 26 წლის თავდამსხმელმა.

 

უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 30 მატჩში 8-ჯერ გაიტანა და 7-ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

 

წყარო – molfehervarfc.hu

 

 

 

 

 

გთავაზობთ ევროპა ლიგის ნახევარფინალის ყველაზე ძვირადღირებულის სიმბოლურ ნაკრებს (ფოტო)