კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა და გიორგი ბერიძემაც გაიტანა (ვიდეო)

ზივზივაძის და ბერიძის გოლები

Image source: M4 Sport

 

უნგრეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში „ფეჰერვარმა“ „უიპეშტი“ 5:1 დაამარცხა და ორმა ქართველმა გაიტანა. ბუდუ ზივზივაძემ 66-ე წუთზე გამოიჩინა თავი, ხოლო გიორგი ბერიძემ 90-ე წუთზე.

ზივზივაძემ 73 წუთი ითამაშა და მეტოქის კარში ახლო მანძილიდან შეძლო გატანა, ორი წუთის შემდეგ კი საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება ბერიძეს, მან „უიპეშტში“ დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა და ეფექტური გოლით პრესტიჟის ბურთი მიითვალა.

„ფეჰერვარი“ 11 ქულით ლიდერია, ხოლო „უიპეშტს“ 7 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

 

 

წყარო – MOL Fehervar 

 

“ტოტენჰემმა” “მანჩესტერი””ოლდ ტრაფორდზე” გაანადგურა (ვიდეო)