კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა

Image source: Budu Zivzivadze Instagram

 

 

გამოცემა csakfoci-მა უნგრეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც შეყვანილია “მეზოკოვეშდის” ქართველი თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე.

25 წლის ქართველი თავდამსხმელი სიმბოლური გუნდის 11-ეულში არ მოხვდა, თუმცა საუკეთესო შემცვლელებში დასახელდა.

ზივზივაძე “მეზოკოვეშდში” 2019 წლის აგვისტოში გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და OTP Bank ლიგის საუკეთესო მეგოლეებში მე-8 ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში 4-ჯერ დაასახელეს.

 

წარო – csakfoci

სად ითამაშებს გიორგი პაპუნაშვილი? ქართველ თავდამსხმელს MLS-ის გარდა ესპანური ვაიანტი გამოუჩნდა