კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბუდუ ზივზივაძე შესაძლოა ლაშა დვალის გუნდში გადავიდეს

Image source: Mezőkövesd

 

ბუდუ ზივზივაძე, რომელიც უნგრული საფეხბურთო კლუბ “მეზოკოვეშდში” თამაშობს, შესაძლოა სხვა კლუბში გადავიდეს. უნგრული ვებ-გვერდის csakfoci.hu-ის ინფორმაციით ქართელი ფორვარდის მიმართ დაინტერესებულია ქვეყნის ჩემპიონატის ორი ლიდერი.

პირველია “მოლ ფეჰერვარი“, რომელიც გათამაშების მეორე ადგილზე იმყოფება, მეორე კი მოქმედი ჩემპიონი “ფერენცვაროშია“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი შემტევი “მეზოკოვეშდში” ქუთაისის “ტორპედოდან” გადავიდა.

ახალი გუნდის რიგებში ზივზივაძემ 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, და ამ შედეგით ქართველი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

წყარო – csakfoci.hu

ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში (განახლებული რეიტინგით)