კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბუდუ ზივზივაძე: “აჯობებს, რომ საქართველოს ნაკრები უცხოელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს”

ბუდუ ზივზივაძე

Image source: molfehervarfc.hu

 

უნგრეთის ვიცეჩემპიონის, “ფეჰერვარის” ქართველი თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე თვლის, რომ უკეთესი იქნება, თუ საქართველოს ნაკრებში მთავარ მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტი დაინიშნება. ამის შესახებ ფეხბურთელმა პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” ისაუბრა.

“ალბათ, მაინც საქართველოს ნაკრებში უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა აჯობებს, რომელსაც მეტი გამოცდილება და ცოდნა ექნება. არ მინდა ქართველ მწვრთნელებს ეწყინოთ, თუმცა, დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ აჯობებს, გუნდი უცხოელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს“, – განაცხადა ზივზივაძემ.

26 წლის ცენტრალურმა ფორვარდმა ასევე ნაკრებში თამაშის იმედი გამოთქვა.

„საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. თუმცა, დღეს თამაში ყველასთან შეიძლება. მით უფრო ჩვენი ნაკრებისთვის, რადგან კარგი გუნდი ჩამოყალიბდა. წარმატებებს ველოდებით და იმედი მაქვს, რომ ახალ შესარჩევ ციკლში ნაკრების მაისურის მორგება მეც მომიწევს და თავის გამოჩენის შანსი მომეცემა“.

წყარო – 1tv.ge

 

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში მე-4 ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს