კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბუდაპეშტის გრან პრი. ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

Image source: ijf.org

დღეს ბუდაპეშტის გრან პრიზე 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა იასპარეზა.

ქართველი ძიუდოისტი ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთო. პირველ ორთაბრძოლაში ესპანელ ერეროს მოუგო, 1/16-ფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის სძლია, 1/8-ფინალში  პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე დაამარცხა, ხოლო 1/4 ფინალში ტატომ ბულგარელი მეტოქე ივაილო ივანოვი დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ამ ეტაპზე მისი მეტოქე უნგრელი ატილა უნგვარი იქნება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “პერტ გლორი”. გოლები და საუკეთესო მომენტები (ვიდეო)