კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბრძოლა “სიცოცხლისა” და ევროთასებისთვის. რომელ მატჩებს ვუყუროთ დღეს?

რომელ მატჩებს ვუყუროთდღეს

 

დღეს, 12 ივლისს ინგლისის პრემიერ ლიგაში, ესპანეთის ლა ლიგაში და იტალიის სერია ა-ში გაიმართება მთელი რიგი საფეხბურთო მატჩები, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანი არიან.

  • ინგლისი პრემიერ ლიგა, 35-ე ტური

“ვულვერჰემპტონი” – “ევერტონი” – 15։00 (თბილისის დროით)

გუნდები ევროპა ლიგაში გასვლისთვის იბრძვიან. “ვულვზი” 52 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო “ევერტონი” 45-ით მე-11.

“ასტონ ვილა” – “კრისტალ პალასი” – 17։15

“ასტონ ვილა” ინგლისის პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. გუნდი 27 ქულით 19-ე ადგილზეა.

“ტოტენჰემი – “არსენალი” – 19։30

ლონდონის კლუბები ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, თუმცა არც ერთი მათგანი ამ მომენტისთვის საგზური მოპოვების ზონაში არ იმყოფება. “არსენალი” 50 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო “ტოტენჰემი” 49-ით მე-10.

“ბორნმუტი” – “ლესტერი” –  22։00

ორივე გუნდისთვის ეს მატჩი პრინციპიალურადმნიშვნელოვანია. “მელიები” ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის იბრძვიან და მე-5 ადგილზე მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედს” 1 ქულით უსწრებენ. “ბორნმუტი” პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის პაექრობს. გუნდი 28 ქულით მე-18 ადგილზეა.

  • ესპანეთის ლა ლიგა, 36-ე ტური

“ესპანიოლი” – “ეიბარი” – 16։00

“ესპანიოლისთვის” ყველაფერი დასრულებულია. გუნდი სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდება, ხოლო “ეიბარი” ლა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს.

“ლევანტე” – “ატლეტიკ ბილბაო” – 19։00

ბილბაოს “ატლეტიკი” მორიგ მატჩს გამართავს ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად.

“ლეგანესი” – “ვალენსია” 21։30

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ორივე გუნდისთვის․ “ვალენსია” ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო “ლეგანესი” ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად.

“სევილია” – “მალიორკა” – 23։59

“სევილია” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ეცდება, ხოლო “მალიორკა” საშიშ ზონაში იმყოფება და ყველანაირად ეცდება ლა ლიგაში ადგილი არ დაკარგოს.

  • იტალიის სერია ა, 32-ე ტური

“ჯენოა” – “სპალ” –  19։15

ორივე გუნდი სახიფათო ზონაშია. “ჯენოას” უფრო დიდი შანსი აქვს ჩემპიონატში დარჩენისთვის, “სპალ”-ი კი თეორიულ შანსებს ინარჩუნებს.

“კალიარი” – “ლეჩე” – 21։30

“ლეჩეს” მნიშვნელოვანი ქულები სჭირდება ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთის და ბოლომდე იბრძოლებს.

“პარმა” – “ბოლონია” – 21։30

“უდინეზე” – “სამპდორია” –  21։30

ორივე გუნდი გააგრძელებს ბრძოლას, რათა სახიფათო ზონისგან რაც შეიძლება შორს იყოს.

“ფიორენტინა” – “ვერონა” – 21։30

“ვერონა” მორიგი ქულების მოპოვებას შეეცდება, ბოლო ტურებში ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრის იმედით.

“ნაპოლი” – “მილანი” – 23։45

ცხარე ბრძოლა გაიმართება ევროპა ლიგის ზონისთვის.