კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბრძოლა ეროვნულ ლიგაში თამაშისთვის. პლეი-აუტის პირველი მატჩები დასრულდა

Image source: FC Telavi

 

დღეს, 5 დეკემბერს “რუსთავმა” და “სიონმა“, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძვიან, პლეი-აუტის შეხვედრები გამართეს.

პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში “რუსთავი” სტუმრად “თელავთან1-0 დამარცხდა. მატჩის 54-ე წუთზე გოლის ავტორი მიხეილ ბაშელეიშვილი გახდა. ბოლნისელებმა კი “სამტრედიას” უმასპინძლეს და შეხვედრა უგოლო ფრედ დაასრულეს.

საპასუხო მატჩები 11 დეკემბერს 13:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგა “ვიტ ჯორჯიამ” დატოვა. მის ადგილს თბილისის “მერანი” დაიკავებს. დანარჩენი ორი გუნდის ბედს კი საპასუხო შეხვედრების შედეგები გადაწყვეტს.

წყარო – erovnuliliga.ge

“რეალის” ძირითადი თერთმეტეულის ორი ფეხბურთელი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს