კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბრაზილიური გუნდი ქვედა ლიგაში პირველად გავარდა, ფანების დაწყნარება პოლიციას მოუწია (ვიდეო)

Image source: Lilian Chan

 

ბრაზილიის 2019 წლის ჩემპიონატი დასრულდა და ქვედა ლიგაში ცნობილი საფეხბურთო კლუბი „კრუზეირო“ დაქვეითდა.

ბელუ ორიზუნტულმა გუნდმა ბოლო ტურში „პალმეირასთან“ 0:2 წააგო და საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა 36 ქულით. ეს კი ნიშნავს, რომ ქვედა ლიგაში მოუწევს მომდევნო სეზონის თამაში.

აღსანიშნავია, რომ „კრუზეირო“ 98 წლის წინ დაარსდა და უმაღლესი დივიზიონიდან ისტორიაში პირველად გავარდა. ამ ფაქტს გულშემატკივრები ძნელად შეეგუენ და თამაშის დასრულების შემდეგ სტადიონზე არეულობაც მოაწყვეს, საქმეში ჩართვა კი პოლიციას მოუწია.

ახლა ბრაზილიაში მხოლოდ 3 გუნდი დარჩა, რომელთაც მთავარი დივიზიონი არ დაუტოვებიათ – „ფლამენგო“, „სანტოსი“ და „სან პაულო“. 2019 წლის ჩემპიონი კი „ფლამენგო“ გახდა.

 

 

გიორგი ჩაკვეტაძე: “თავიდან შოკში ვიყავი”