კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელე, რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა

ტოსტაოსთვის პელე საუკეთესოა

Image source: tribuna.com

 

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტოსტაოს აზრით, პელეს კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ვერ შეედრებიან და მხოლოდ მათი თვისებების გაერთიანებითაა შესაძლებელი პარალელის გავლება.

„ვფიქრობ, რომ პელე ყველაზე უკეთესია, ჩემი აზრით, შედარება არ შეუძლება. მას ნაკლი არ ჰქონდა და ბევრად სრულყოფილი იყო, ყველა თვისება ჰქონდა, რომელიც თავდამსხმელისთვისაა საჭირო.

მესი არაჩვეულებრივია, მაგრამ თავით ისე ვერ თამაშობს, როგორც პელე და ორივე ფეხითაც არაა იდეალური. კრიშტიანუ რონალდუ დღეს საუკეთესო ფეხბურთელია, არ მავიწყდება მესი, მაგრამ ის თავდამსხმელი არაა. მხოლოდ მათი თვისებების ჰიბრიდით შეიძლება პელესთან შედარება“, – თქვა ტოსტაომ.

შეგახსენებთ, რომ ტოსტაო და პელე ბრაზილიის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ და 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

 

 

 

 

 

წყარო – Goal.com

 

 

 

 

 

ყაზაიშვილის სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში (ვიდეო)