კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბრაზილიელი ფეხბურთელი: “წინასწარ ვიცოდით, რომ მესისთვის ფეხებში გამიზნულად გვერტყა”

Image source: Goal.com

 

“იუვენტუსისა” და “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა ფელიპე მელომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. სამხრეთ ამერიკელმა ბრაზილია – არგენტინის მატჩის გაიხსენა. გარდა ამისა, განაცხადა, რომ მესი უფრო კარგი ფეხბურთელია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ.

მესი უნიკალური მოთამაშეა. როდესაც ბრაზილიის ნაკრებში მის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ყველა ფეხბურთელმა მოვილაპარაკეთ, რომ მისთვის ფეხებში გვერტყა, სხვანაირად მესის შეჩერება წარმოუდგენელია. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ტრავმის მიყენება, არამედ გვინდოდა ტაქტიკურად მოგვეშალა.

პელეზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მისი თამაში არ მინახავს, ზიკო პირველად მის გამოსამშვიდობებელ თამაშში ვნახე. ვერ გეტყვით, რომელი უფრო ფენომენია, მარადონა, პელე თუ ზიკო.

მე ვნახე მესის თამაში და წარმოუდგენელია. ის უკეთესია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ, რონალდუს შეუძლია 5 გოლის გატანა ერთ თამაშში, მაგრამ მესისაც შეუძლია 5 გოლის გატანა და გარდა ამისა თანაგუნდელებისთვის პასების მიცემაც. ასე, რომ ის უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია“ – თქვა ფელიპე მელომ.

 

წყარო – tribuna.com

 

ტალიაფიკოს და მისი სექსუალური მეუღლის ცეკვამ სოციალური ქსელი დაიპყრო (ვიდეო)