კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბრაზილიამ სამხრეთ კორეა ლამაზი გოლებით დაამარცხა (ვიდეო)

Image source: Yahoo Sports

 

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ჩაატარა და ადვილად, 3:0 მოიგო.

ტიტეს გუნდი სწრაფადვე, ლუკას პაკეტას გოლით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ფილიპე კოუტინიოს ულამაზესი საჯარიმო მოჰყვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი, მე-60 წუთზე დანილომ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ ბრაზილიის ნაკრებმა კიდევ ერთი სპარინგი არგენტინასთან 0:1 წააგო.

ბრაზილია – სამხრეთ კორეა 3:0

გოლები: 1:0 პაკეტა (9), 2:0 კოუტინიო (36), 3:0 დანილო (60)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ბონუჩისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა