კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბორჯღალოსნებმა რუსეთი დაამარცხეს

Image source: რაგბის კავშირი

 

საქართველოსა მორაგბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხის“ მოედანზე რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და 16:7 დაამარცხა.

“დათვების” წინააღმდეგ ორჯერ გადადებული მატჩი ლევან მაისაშვილის გუნდისთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ვასილ ლობჟანიძემ ბურთი დაამიწა – 5:0. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რამდენიმე წუთში კი ჯარიმაც დაამატა და ანგარიში 10:0 დააფიქსირა. მოწინააღმდეგეთა გუნდიდან ფედოტკომ ლელო მიითალა, ხოლო გაისინმა ზუსტად გარდასახა და ანგარიშის სხვაობა შემცირდა.

ჩვენი გუნდი მატჩის მიწურულს ისევ დაწინაურდა. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა მიიღვალა. ამგვარად, მატჩი 16:7 დასრულდა.

ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის გათამაშებაში ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ჩემპიონები გახდნენ.

ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ზედიზედ მე-19-ედ და ისტორიაში 22-ედ დაამარცხა.

წყარო – rugby.ge

მსოფლიო რაგბის კავშირმა გასული დეკადის სიმბოლური ნაკრები შეადგინა (ვიდეო)