კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბორჯღალოსნები უკვე ბრიტანეთში არიან

ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ

Image source: rugby.ge

 

გუშინ გამთენიისას საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ, სადაც 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, შემოდგომის ერთა თასში მიიღებენ მონაწილეობას.

მათ საფრანგეთიდან ლეგიონერები შეუერთდებიან, ჩაუტარდებათ COVID-19-ის ტესტები და კონტაქტური ვარჯიშების გამართვის უფლება მხოლოდ ოთხშაბათიდან ექნებათ.

ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 14 ნოემბერს, „თვიქენჰემზე“ 2020 წლის ექვსი ერის გამარჯვებულ და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისთან გამართავენ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 21 ნოემბერს უელსის ნაკრებს ჰლანეჰლიში შეერკინება, ხოლო 29-ში ირლანდიას დუბლინში შეხვდება. დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერსაა ჩანიშნული და მეტოქის ვინაობა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ტურნირის ფინალი კი 6 დეკემბერსაა ჩანიშნული.

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

საქართველო-ჩრდ. მაკედონიის მატჩამდე გავიხსენოთ კვარაცხელიას გოლი (ვიდეო)