კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბორჯღალოსნები ფიჯისთან მატჩის წინ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არიან

ბორჯღალოსნების ვარჯიშიდან

Image source: rugby.ge

 

ხვალ, შემოდგომის ერთა თასის დასკვნით მატჩს ბორჯღალოსნები ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ და შარშან იაპონიაში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდებიან.

ბორჯღალოსნებმა ტურნირზე უკვე 3 მაღალი დონის შეხვედრა გამართეს – ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან, ასევე წინა სატურნირო ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის სამივე განვლილ მატჩში თვალშისაცემი ქართველი მორაგბეების საუკეთესო ფიზიკური მომზადება და ეს შედეგებზეც აისახა – მეორე ტაიმში ნაკლებ ქულებს ვუშვებდით, ვიდრე პირველში და ირლანდიასთან მეორე ტაიმი სულაც 3:3 ვითამაშთ.

ბორჯღალოსნების ფიზიკურ მომზადებაზე ქართული ჯგუფია პასუხისმგებელი – მორაგბეებთან ირაკლი ჭყონია, დავით ნემსაძე და ნიკოლოზ პინაიშვილი მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა ედინბურგში, “მარიფილდზე” საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

მიხეილ ჩხენკელი: “ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უდიდესი საჩუქარი გახლავთ”