კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბორჯღალოსნები ინგლისში დაბრუნდნენ და ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადებიან

ბორჯღალოსნები ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

ბორჯღალოსნები ინგლისში, ბანაკში დაბრუნდნენ და შემოდგომის ერთა თასის მესამე მატჩისთვის ემზადებიან.

დღეს ცნობილი უნდა გახდეს ტრავმირებული მორაგბეების მდგომარეობა, მათ შორის კოტე მიქაუტაძის, რომელმაც უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა.

მესამე რაუნდში ბორჯღალოსნები 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე “ავივაზე” ირლანდიას ეთამაშებიან. ბოლოს ირლანდიას 2014 წელს, ტესტ-მატჩში ასევე დუბლინში შეხვდნენ და მასპინძლებმა 49:7 მოიგეს.

მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ირლანდიამ უელსს უმასპინძლა და 32:9 მოუგო, მეორე რაუნდში კი ინგლისში 7:18 დამარცხდა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

 

 

 

წყარო-rugby.ge

 

 

 

 

თუ როდის საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციას ახალ პრეზიდენტი ეყოლება