კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბონუჩიმ დაასახელა გუნდი, რომელთანაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვედრა სახიფათოდ მიაჩნია

Image source: Goal.com

 

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება პირველი ადგილით ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ტურით ადრე გაიფორმა. ტურინელთა ვიცე-კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი კი ასახელებს გუნდს, რომლის წინააღმდეგ მერვედფინალში თამაში არ უნდა.

„თუ უნდა დავასახელო გუნდი, რომელთანაც მერვედფინალში თამაში არ მსურს, მაშინ ვიტყვი „ტოტენჰემს“. მოურინიოს გადამწყვეტ მატჩებში შეუძლია გუნდისთვის დამატებითი სტიმულის მიცემა და იცის, როგორ განაწყოს ფეხბურთელები. თებერვალ-მარტამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრია დარჩენილი და ფიზიკური თუ მენტალური კონდიციები შესაძლოა შეიცვალოა, მაგრამ „ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის ცვლილებით ბრძოლაში დარჩა. ასეთ მატჩებში მოურინიო გადამწყვეტია“ – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება. „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეთა შორის ჯერ მხოლოდ „ტოტენჰემი“ და „რეალია“ ცნობილი. მათ სხვა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული კლუბებიც შეუერთდებიან, თუმცა ეს მეექვსე ტურის შემდეგ გაირკვევა.

 

წყარო – Goal.com

 

“ბარსელონაში” ეშინიათ, რომ დემბელეზე ხშირი ტრავმები მორალურ ზიანს მოახდენს