კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბოლო ორი წლის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერები სერია ა-ში (ფოტო)

ხავიერ პასტორე და ლუკას პაკეტა

Image source: Getty Images

 

იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა ბოლო 2 წლის განმავლობაში იტალიის სერია ა-ში წარუმატებელი ტრანსფერებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა. გუნდის ჯამური ფასი 221 მილიონ ევროს შეადგენს, ტაქტიკური სხემა კი ასეთია 4-3-3. ტრანსფერის ღირებულება შეფასებულია გამოცემის მიხედვით.

 

მეკარე: ალექს მერეტი (ნაპოლიში, სპალიდან გადავიდა, 30 მილიონი ევრო)

მცველები: ლეონარდო სპინაცოლა (რომაში, იუვენტუსიდან გადავიდა, 23.5 მილიონი ევრო), დიეგო გოდინი (ინტერში, ატლეტიკოდან გადავიდა, 5 მილიონი ევრო), დენის ვავრო (ლაციოში, კოპენჰაგენიდან გადავიდა, 10 მილიონი ევრო), ანტონიო ბარეკა (ჯენოაში ნიუქასლიდან გადავიდა, 10 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: ლუკას პაკეტა (მილანში ფლამენგოდან გადავიდა, 30 მილიონი ევრო), ადრიენ რაბიო (იუვენტუსში პსჟ-დან გადავიდა, 20 მილიონი ევრო), ხავიერ პასტორე (რომაში პსჟ-დან გადავიდა, 10 მილიონი ევრო)

თავდამსხმელები: სიმონე ვერდი (ტორინოში ნაპოლიდან გადავიდა, 20 მილიონი ევრო), ალექსის სანჩესი (ინტერში მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა, 27,5 მილიონი ევრო), ირვინგ ლოსანი (ნაპოლიში პსვ ეინდჰოვენიდან გადავიდა, 35 მილიონი ევრო).

 

წყარო – La Gazzetta dello Sport

 

 

ზინედინ ზიდანი: “ეს კლუბის დნმ-შია”