კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბოლნისის “სიონის” დირექტორი: “გუნდში ხელფასები 100% რიგდება, რაც ჩვენი გენერალური სპონსორის დამსახურებაა”

სიონის დირექტორი, ლევან სანიკიძე

Image source: FC SIONI Bolnisi ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების გუნდი – ბოლნისის „სიონი“ სეზონის განახლებისთვის თბილისში, დიდი დიღმის სპორტულ ცენტრში ემზადება.

„საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ და ფინანსური პრობლემები მაქსიმალურად ავიცილეთ, რაც ჩვენი გენერალური სპონსორის დამსახურებაა. გუნდში ხელფასები 100% რიგდება და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გუნდს არ გაუჭირდება. ეს წარმატებისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – განაცხადა „სიონის“ დირექტორმა ლევან სანიკიძემ.

„თავიდან ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაზე არ ვფიქრობდით – მოგეხსენებათ, რომ ჩემი მოსვლის დროს ბევრი ბევრი რამ მოსაგვარებელი იყო, მაგრამ გუნდში ვითარება დალაგდა, ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, შემადგენლობაში კარგი და გამოცდილი მოთამაშეები გვყავს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ლიგაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები ვიქნებით“, – განაცხადა „სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით ქოქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქობულეთის “შუქურა” და ზუგდიდის “დინამო” დაუპირისპირდებიან.

წყარო – 1tv.ge

 

 

 

“ლივერპულის” ყოფილი მეკარე: “თუ მბაპე გადმოვა, მას თავისი ღირებულების დამტკიცება მოუწევს”