კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბოატენგი: “მესი “ნაპოლიში” უნდა გადავიდეს, ხალხი მას ცოცხლად შეჭამდა, ფილმის სცენარივითაა”

მესის კომენტარი

Image source: Getty images

 

„მონცას“ ფეხბურთელმა კევინ-პრინს ბოატენგმა ლიონელ მესის „ნაპოლიში“ გადასვლა ურჩია. მისი აზრით, ეს ფილმის სცენარივით იქნებოდა და მთელი მსოფლიო გაგიჟდებოდა.

მესი კონტრაქტის დასრულებამდე აპირებს „ბარსელონაში“ დარჩენას, მაგრამ რამდენად საოცარი იქნებოდა, თუ უბრალოდ „ნაპოლის“ პრეზიდენტს დაურეკავდა და ეტყოდა, მე თქვენთან გადმოვალ? ვიცი, რომ 10 ნომერს აღარ იყენებთ, მაგრამ მინდა მარადონას პატივისცემა გამოვხატო, 1-2 წელი „ნაპოლიში“ თამაში ფულზე ან სხვა რამეზე ფიქრის გარეშე, უბრალოდ გულით თამაშზე.

ეს ფილმის მსგავსი სცენარი იქნებოდა. მას ფაქტობრივად ვერტმფრენით სიარული მოუწევდა, რადგან ისე ხალხი სიხარულისგან ცოცხლად შეჭამდა. ისინი ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ. მარადონას პატივისცემა იქნებოდა, რომ დარეკოს და პრეზიდენტს უთხრას: „ჩამოვალ და „ნაპოლიში“ ვითამაშებ. როგორი ამბავი იქნებოდა მსოფლიოსთვის, არა მხოლოდ ფეხბურთისთვის.

ეს იქნებოდა მესიჯი, ეს იქნებოდა ისტორია. უბრალოდ ვისურვებდი მესი ვიყო, დავურეკავდი „ნაპოლის“ პრეზიდენტს და ამ ყველაფერს ვეტყოდი“ – თქვა ბოატენგმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

 

წყარო – ESPN

 

ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფორვარდი კლუბის სპორტული დირექტორი გახდა