კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბერნარდ ტომიჩი: “ჩემი მეგობარი გოგონა ჩემი ახალი მწვრთნელი გახდა და უკვე 8 მატჩი მოვიგე”

ჩოგბურთი

 

მსოფლიოს ყოფილმა მე-17 ჩოგანმა, ბერნარდ ტომიჩმა Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და წარმატების თავისი საიდუმლო გაამხილა. ავსტრალიელმა განაცხადა, რომ მისი ახალი მწვრთნელია მისი მეგობარი გოგონა, ვანესა სიერა.

“ის მეხმარება ვარჯიშებთან დაკავშირებით საკითხებში, ჩვენ ერთად უკვე 8 მატჩის მოგება შევძელით. ეს 2021 წლის ახალი ტაქტიკაა.

ვერ გავამხელ, თუ რა რჩევებს მაძლევს ის, ეს საიდუმლოა”, – ტომიჩის სიტყვებს Daily Mail-ი გადმოგვცემს.

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა 3 მატჩი 28 წლის ჩოგბურთელმა ანგარიშით 2:1 მოიგო.

წყარო – dailymail.co.uk

 

ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი 2020 წელს