კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – ოქროს და ბრინჯაოს მედალი საფრანგეთიდან

მელიას ქოროს მედალი

Image source: United World Wrestling

 

ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზი ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ჩემპიონი გახდა.

97 კგ წონით კატეგორიაში მელიამ ფინალამდე ამერიკელი მიერლი, პოლონელი კურნიცზაკი, ავსტრიელი გასტლი, ავსტრიელი რაგგინერი და ფინალში აზერბაიჯანელი ლოკაევი დაამარცხა. შესაბამისად, მან ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

130 კგ წონით კატეგორიაში სულხან ბუიძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, აგრეთვე ბრინჯაო მოიპოვა 87 კგ წონით კატეგორიაში გურამ ხეცურიანმა, ხოლო ბექა მამუკაშვილი და ნუგზარ წურწუმია მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში გუშინ 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს.

 

წყარო – Geo Wrestling Official

 

გიორგი არაბიძე: “აქ კარგი გარემოა და ყველაფერს გავაკეთებ”