კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბელარუსის ნაკრები დუბაიში და სოფიაში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს

 

ბელარუსის ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფისთვის მზადების პროცესში წლის დასაწყისში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

23-26 თებერვალს, ბელარუსის ნაკრების მეტოქეები უზბეკეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნება. უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩი დუბაიში გაიმართება, ხოლო ბულგარეთთან დაპირისპირება მიხეილ მარხელის გუნდი სოფიაში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები D ჯგუფში დაგროვებული 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა და ახლა ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ბელარუსის ნაკრებს 2020 წლის 26 მარტს დაუპირისპირება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები კოსოვოსთან ჩაატარებს. ნახევარფინალში ბელარუსული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში საქართველო პლეი-ოფის ფინალს უმასპინძლებს.

 

წყარო – team.abff.by

“საბურთალოს” კაპიტანი: “გვინდა, სეზონი ტიტულით დავამთავროთ”