კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბელარუსის ჩემპიონატში გოლი კიდევ ერთმა ქართველმა გაიტანა (ვიდეო)

Image source: fcneman.by

 

ბელარუსის პრემიერლიგის მე-2 ტურში გიორგი ქანთარიას „ნემანმა“ საკუთარ მოედანზე „ვიტებსკის“ წინააღმდეგ ითამაშა და 2:0 გაიმარჯვა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და გოლიც გაიტანა. 56-ე წუთზე გიორგიმ პენალტი ზუსტად დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ნემანს“ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის შუაშია. აქვე გეტყვით, რომ გუშინ ბელარუსში გეგა დიასამიძემაც გოლი გაიტანა.

ქანთარიას გოლის ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – fcneman.by

 

ლევან კუტალიამ ჩაი ტექნიკის დემონსტრირებით მოიმზადა (ვიდეო)