კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბექა მიქელთაძე: “მთავარია, რომ „ნიუკასლ ჯეტსმა“ ლეგიონერები დაიმატა”

ბექა მიქელთაძე ივლისში ავსტრალიურ ნიუქასლში გადავიდა

Image source: beqamikeltadze ინსტაგრამის გვერდი

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, ბექა მიქელთაძე ახალ გუნდს შეუერთდა და ივარჯიშა კიდეც. ბექა ავსტრალიაში რამდენიმე ხნის წინ გადავიდა და „ნიუკასლ ჯეტსთან“ 2- წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს პირველი არხთან განაცხადა, რომ კლუბში კარგად დახვდნენ.

“ავსტრალიაში უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. „ნიუკასლ ჯეტსში“ პერსონალმაც და ფეხბურთელებმაც კარგად მიმიღეს, გამიხარდა – განსხვავებული მენტალიტეტის ხალხია, ძალიან ყურადღებიანები არიან. წამოსვლისას რაღაც წარმოდგენები და იმედები მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე კარგი აღმოჩნდა სინამდვილეში, ვიდრე წარმომედგინა.

ახლა ჩემპიონატის დონეს ვერ შევაფასებ, მაგრამ რაც ვარჯიშებსა და საკონტროლო შეხვედრებზე ვნახე, კარგი დონეა. პირობები ისეთია, როგორიც მაღალი დონის ქვეყანას შეეფერება. უკეთესი დონე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ფეხბურთელები ფიზიკურად მომზადებულები არიან, ტექნიკაშიც არ მოიკოჭლებენ და მიხარია, რომ ასეთ გარემოში ვითამაშებ. მთავარია, რომ „ნიუკასლ ჯეტსმა“ ლეგიონერები დაიმატა და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ბექა მიქელთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბექა მიქელთაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „ანორტოსისში“, „რუსთავში“, ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორში“, ბოლოს კი საბერძნეთის „ქსანტიში“.

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

Transfermarkt-მა წარმოშობით ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ასწია