კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბექა დარცმელია: “ვეცდებით აუცილებლად რევანში საკუთარ მოედანზე ავიღოთ”

ბექა დარცმელიას მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩი საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა და 1:0 ანგარიშით გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ბექა დარცმელიამ (თბილისის ლოკომოტივი) გააკეთა:

“რთული მატჩი გამოვიდა. წინა მატჩის მერე საჭირო იყო გამარჯვების მოპოვება. მთელი თამაშის განმავლობაში ვფლობდით უპრიატესობას, სასიხარულოა რომ მოვიგეთ. იმედი გვაქვს, რომ ჯგუფის ბოლო მატჩსაც წარმატებით დავამთავრებთ.

წინა მატჩში სლოვაკეთთან წაგებული გვაქვს და ვეცდებით აუცილებლად რევანში ავიღოთ და ჩვენს მოედანზე გამარჯვებით დავასრულოთ”, – განაცხადა დარცმელიამ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას სლოვაკეთის წინააღმდეგ 12 ნოემბერს შინ გამართავს.

 

 

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

 

ვასილ მაისურაძე: “ნოემბერში ველით, რომ სლოვაკეთს მოვუგოთ”