კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბექა ბურჯანაძის წარმატებული მატჩი ესპანეთში

Image source: Herbalife Gran Canaria

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და „მურსია“ 85:79 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 10 ქულა და 3 მოხსნა მაინც დააგროვა. ბურჯანაძემ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ბექას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 11 შეადგინა.

„გრან კანარიას“ 5 მოგება და 4 წაგება აქვს, რაც მე-8 ადგილისთვისაა საკმარისი. შემდეგ ტურში კი მადრიდში, „რეალს“ შეხვდება.

 

ცნობილია ევროპის ჩემპიონატის მე-17 მონაწილე