კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიას” ზედიზედ მე-4 მარცხი (ვიდეო)

ბექა ბურჯანაძის გუნდის მორიგი მარცხი ესპანეთი ჩემპიონატში

Image source: cbgrancanaria.net

 

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ესპანეთის ჩემპიონატზე მეხუთე ტურის მატჩი გამართა. კანარიული გუნდის მოწინააღმდეგე მადრიდული “ესტუდიანტესი” იყო. მატჩი მადრიდის “ვიზნიკ ცენტრში” გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა – 94:68. მატჩის ბომბარდირი მასპინძელთა ამერიკელი კალათბურთელი მეტ კასტელო (16 ქულა) გახდა, ხოლო “ესტუდიანტესში” ჯონ რობერსონმა 15 ქულა და 4 გადაცემა მოაგროვა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 05:39 წუთში 3-1 ქულა-მოხსნა იყო.

5 ტურის შემდეგ “გრან კანარიას” ერთი მოგება, ოთხი წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს “უნიკახას” წინააღმდეგ გამართავს.

 

 

 წყარო – cbgrancanaria.net

 

 

 

 

ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)