კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიას” დრამატული მარცხი ესპანეთის ჩემპიონატში

Image source: liga endesa

 

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ სევილიის „ბეტისს“ სტუმრად დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, დრამატულად, ბოლო წამებზე წააგო 81:82.

ქართველ კალათბურთელს მაინცდამაინც წარმატებული თამაში არ ჰქონია, რადგან მოედანზე გატარებულ 20 წუთში მხოლოდ 7 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. ბურჯანაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 საჯარიმო გააცუდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მხოლოდ 2-ს გაუტოლდა.

„გრან კანარია“ 8 მოგებით და ამდენივე წაგებით მე-11 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 იანვარს, თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

 

გიორგი შერმადინი ესპანეთში ისევ საუკეთესოა