კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბექა ბურჯანაძის 4 ქულა და კანარელთა მარცხი ლიუბლიანაში (ვიდეო)

ბექა ბურჯანაძის თამაში ლიუბლიანაში

Image source: cbgrancanaria.net

 

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ევროთასზე მესამე ტურის მატჩი გამართა. ესპანური გუნდის მოწინააღმდეგე სლოვენიური “ცედევიტა” იყო. მატჩი ლიუბლიანაში გაიმართა და სლოვენიელთა გამარჯვებით დასრულდა – 84:68.

მატჩის ბომბარდირი მასპინძელთა ამერიკელი კალათბურთელი ჯერარდ ჯონსი (18 ქულა) გახდა, ხოლო “გრან კანარიაში” ჯეიკობ ვაილიმ 15 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 12:20 წუთში 4-4 ქულა-მოხსნა იყო, ასევე მან 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

3 ტურის შემდეგ “გრან კანარიას” ორი მოგება და ერთი წაგება აქვს და ევროთასზე მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს თურქული “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართავს.

 

 

 

წყარო – cbgrancanaria.net

 

 

 

 

 

 

ნეიმარი რონალდოს: “პატივს გცემ ფენომენო” (ფოტო)