კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბეილი: “მინდა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “რეალში” დავბრუნდე”

ბეილს რეალში დაბრუნება სურს

Image source: Getty images

 

გარეთ ბეილს მადრიდის „რეალში“ დაბრუნება უნდა. მან განაცხადა, რომ „ტოტენჰემში“ სათამაშო პრაქტიკისთვსი დაბრუნდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სურს ესპანეთში დაბრუნდეს.

„თავიდანვე გეგმა იყო აქ ერთი სეზონის გატარება, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი მადრიდში დაბრუნება, რადგან იქ კონტრაქტზე კიდევ ერთი წელი მაქვს დარჩენილი. ჩემი იდეაა „რეალში“ დაბრუნება, სიმართლე გითხრათ ეს თავიდანვე დაგეგმილი მქონდა. „ტოტენჰემში“ მთავარი მიზეზი, რისთვისაც გადავედი კარგი ფიზიკური ფორმის დაბრუნება იყო“ – თქვა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ საკუთრებაა და იჯარით ლონდონის „ტოტენჰემში“ თამაშობს, რომლის რიგებში ჩატარებულ 25 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

 

წყარო – Sky Sports

 

ქართველი მსაჯი პირველად ევროთასის პლეი-ოფში იმსაჯებს