კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბათუმის სტადიონზე “კამპ ნოუს” და “სან სიროს” მსგავსი მინდვრის საფარი დაიგება (ვიდეო)

ახალი საფარი ბათუმის სტადიონზე

Image source: Anagi

 

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მოედნის საფარი დაიგება. სამუშაოებს კი ბრიტანული კომპანია SISPITCHES-ი განახორციელებს და მსგავსი რამ მას ევროპის მასშტაბით 100-ზე მეტ სტადიონზე აქვს გაკეთებული.

მათ შორისაა „ბარსელონას“ „კამპ ნოუსა“ და იტალიაში, „სან სიროს“ სტადიონის საფარი. მშენებელი კომპანია „ანაგი“ საფარის მოდერნიზების ხარჯებს სრულად დაფარავს.

მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ბათუმის სტადიონი ეროვნული ლიგის ახალ სეზონს მზადყოფნაში შეხვდება და „დინამო ბათუმი“ საშინაო მატჩებს ჩაატარებს. გარდა ამისა, როგორც იცით, 2023 წელს ამ სტადიონზე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჩატარდება.

 

ჰიბრიდული მინდვრის საფარი

🔹ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება, ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება.

🔹ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობას ბათუმის სტადიონზე, მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია “SISPITCHES” განახორციელებს.
🔹სტადიონის მშენებელი კომპანია “ანაგი” საფარის მოდერნიზებას, საკუთარი სახსრებით განახორციელებს.
📌საერთაშორისო ბრენდ “SISPITCHES”-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის ბარსელონას “კამპ ნოუს” და მილანის “სან სიროს” სტადიონები.
🔹აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით, სწორედ „SISPITCHES”-მა მოაწყო.
🔹მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.
🔹სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ისეთი მაღალი დონის სტადიონებზე როგორიცაა მილანის „სანსირო“, ბარსელონას „კამპნოუ“, ასევე ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონები.
🔹გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს.
🔹2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

Posted by აჭარის პროექტების მართვის კომპანია – Ajara PMC on კვირა, 17 იანვარი, 2021

 

წყარო –  აჭარის პროექტების მართვის კომპანია – Ajara PMC

 

“რეინჯერსმა” შოთა არველაძის გოლი გაიხსენა, რომელიც ამ დღეს გაიტანა (ვიდეო)