კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბათუმის “დინამო” ორმა ფეხბურთელმა დატოვა

დინამო ბათუმი

Image source: FC Dinamo Batumi

 

ბათუმის “დინამო” გუნდის ორმა ფეხბურთელმა დატოვა.

გიორგი ილურიძემ და გურამ ადამაძემ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმის კლუბს დაემშვიდობნენ. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

გუნდის დატოვების მიზეზი სავარაუდოდ ნაკლები სათამაშო დრო გახდა. 27 წლის თავდამსხმელი გიორგი ილურიძე ბათუმის “დინამოს2018 წლის სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ამ სეზონში კი მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გურამ ადამაძე “დინამოში” ქუთაისის “ტორპედოდან” ისევ 2018 წელს გადავიდა. 31 წლის მცველი სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა შემდგომ თერთმეტეულში ადგილი დაკარგა. ამ სეზონში მან 15 შეხვედრა ჩაატარა.

წყარო – FC Dinamo Batumi

“შავი პარასკევი”. “ინტერი” – “რომა”. იტალიური გამოცემის სკანდალური ანონსი (ფოტო)