კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბათუმის “დინამო” ლაშა შერგელაშვილს დაემშვიდობა

ლაშა შერგელაშვილმა დინამო ბათუმის რიგები დატოვა

Image source: FC Dinamo Batumi ფეისბუკ გვერდი

 

ბათუმის “დინამოს” 28 წლის მცველი, ლაშა შერგელაშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმური კლუბის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. ლაშას გუნდთან არსებული კონტრაქტი ამოეწურა.

“დინამო” ლაშა შერგელაშვილს საჯარო წერილით დაემშვიდობა და მას მადლობა გადაუხადა.

“ჩვენი კლუბი ლაშას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს და “დინამოში” გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის” , – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლაშამ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ბათუმური კლუბის მაისურით სულ 5 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

 

 

წყარო – FC Dinamo Batumi

 

 

 

 

 

 

დავით თაქთაქიშვილი: “დინამო სოხუმის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ”