კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბათუმის “დინამო” “დილას დაუზავდა (ვიდეო)

დილა ბათუმის დინამოს დაუზავდა

Image source: ეროვნული ლიგა ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-7 ტური ცენტრალური მატჩით გორში დასრულდა. გათამაშების ლიდერმა “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე ბათუმის “დინამო” მიიღო და ქულის მოპოვება შეძლო. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა ავტოგოლით გახსნეს, რომელიც მასპინძელთა ლეგიონერმა ბალგუ იენდეუნტიმ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი ლექვთაძემ თეიმურაზ მარკოზაშვილის გადაცემის შემდეგ მიხეილ ალავიძის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.

დილამ” და “დინამომ” ქულები გაიყვეს და ჩემპიონატში წაუგებელ სერიას აგრძელებენ.

 

 

მე-7 ტურის შემდეგ გორის “დილას” 15 ქულა დაუგროვდა, ხოლო ბათუმის “დინამოს” აქტივში 11 ქულაა და მე-4 ადგილზე იმყოფება.

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

გიორგი ხარაიშვილმა ტრავმის გამო შესაძლო შვედეთის თასის ფინალი გამოტოვოს